ქოლ-ცენტრის ოპერატორი, ქოლ-ცენტრის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი, ქოლ-ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: პრობლემური სესხების ბიურო
გამოქვეყნდა: 11 ოქტ / ბოლო ვადა: 11 ნოე
პრობლემური სესხების ბიურო აცხადებს ვაკანსიას თბილისში, ქოლ-ცენტრის ოპერატორის და ქოლ-ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.

1. ქოლ-ცენტრის ოპერატორი თბილისში

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების განხორციელება პრობლემურ კლიენტებთან;
** მსესხებლებთან მოლაპარაკების წარმოება ვალდებულების დაფარვის მიზნით;
** მონაცემთა დამუშავება და ანალიზი;
** პორტფელის სისტემური მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება განათლება (ან სტუდენტი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** სასურველია პრობლემური სასესხო აქტივების მართვის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ენერგიულობა და სისხარტე;
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, წარმატებით მომუშავე კადრებისთვის გათვალისწინებულია კარიერული წინსვლა, დაწინაურება.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, პლიუს მაღალი საბონუსე სისტემა.

2. ქოლ-ცენტრის მენეჯერი (ჯგუფის უფროსი) თბილისში

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკების, საფინანსო და სხვა კომპანიების პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა, მოლაპარაკების წარმოება, სესხის რესტრუქტურიზაცია;
** გუნდური მუშაობა სხვა პრობლემურ ექსპერტებთან და პრობლემური ჯგუფის იურისტებთან.
** პორტფელში არსებულ კლიენტებზე ინფორმაციის დამუშავება;
** პორტფელის სისტემატური მონიტორინგი. ანგარიშგება გაწეული საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობის წინაშე;
** ჯგუფის დაკომპლექტება მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა);
** ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა,
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი;
** პასუხის მგებლობის მაღალი დონე.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ანაზღაურების კარგ პაკეტს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: jebashvili.tamta88@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე