საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 11 ოქტ / ბოლო ვადა: 26 ოქტ
"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი "გორგია" და "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში, ხოლო, 2017 წლიდან წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვა ქალაქებში.

კომპანიის ზრდასთან ერთად, კომპანია "გორგია" იწყებს ახალი თანამშრომლების მიღებას და აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში.

მოვალეობები:

** კლიენტის მომსახურება - ტვირთის მიტანა სატრანსპორტო საშუალებამდე;
** ტვირთის დაცლა და დასაწყობება;
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
** მონაწილეობის მიღება წუნდებული პროდუქციის აღრიცხვაში;
** საწყობის დალაგება, დასუფთავება.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დისციპლინირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: hrproject7@gorgia.ge

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე