სერვისის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სერვისის ინჟინერი
მომწოდებელი: Forklift Services Georgia
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 12 ნოე
შპს "ფორკლიფტ სერვის ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სერვისის ინჟინერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

კომპანია თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. ესაჭიროება აქტიური პიროვნება საწყობის ტექნიკასთან სამუშაოდ (ჩანგლიანი დამტვირთველები, ელექტრო შტაბელერები, ჰიდრავლიკური ურიკები) სრული დატვირთვით.

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკის დიაგნოსტიკა და შეკეთება;
** გეგმიური სერვისული მომსახურება, როგორც ადგილზე ასევე ობიექტზე გასვლითი მომსახურების გაწევა მომხმარებლისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საწყობის ჩანგლიან ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება მინიმუმ ერთწლიანი სტაჟი;
** სათადარიგო ნაწილების აღრიცხვა და მარაგის კონტროლი.
** ახალი ტექნიკის გაყიდვის წინა მომსახურება.
** სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება, ელექტრო და ინჟინერიის მიმართულებით.
** მართვის მოწმობა B კატეგორია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** პრეზენტაბელურობა
** რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:30-დან 18:30-მდე.
ანაზღაურება: 750 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@fsge.ge 2017 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე