სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: მედიგრუპი
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 12 ნოე
ფარმაცევტული ევროპული კომპანია "შპს მედიგრუპი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე თბილისში.

სამუშაოს აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტების ჩატარება ექიმებთან და სააფთიაქო პერსონალთან;
** კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების შესახებ სამედიცინო ინფორმაციის წარდგენა;
** ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი;
** სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინის და ფარმაციის ფაკულტეტი);
** სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
** ასაკი: 35 წლამდე
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული ენების კარგად ცოდნა, ინგლისური ენის - სასურველი;
** კომპიუტერის ცოდნა.

უნარები და შესაძლებლობები:

** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, მიზანდასახულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის კარგი უნარი;
** ორგანიზატორული ნიჭი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა;
** პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა;
** არაკონფლიქტურობა;

ხელფასი შეთანხმებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნონ CV ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: medigroupge.com@gmail.com 2017 წლის 10 დეკემბრამდე.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე