ტრეინინგი სექსუალურ განათლებასა და ჯანმრთელობაზე
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრეინინგი სექსუალურ განათლებასა და ჯანმრთელობაზე
მომწოდებელი: ქალთა საერთაშორისო ქსელი
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 1 ნოე
ქალთა საერთაშორისო ქსელი (WIN) ახორციელებს პროექტს "ყველაფერი შენ შესახებ", რომლის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში. პროექტის ფარგლებში 2017 წლის 17-19 ნოემბერს გაიმართება ტრეინინგი საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

პროექტზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.allaboutyou.ge

ტრეინინგზე მოხდება ყოვლისმომცველ სექსუალურ განათლებასა და ჯანმრთელობაზე შექმნილი ადგილობრივი პროექტისა და სხვა ქვეყნებში განხორციელებული პრაქტიკების გაცნობა, სექსუალური განათლების ადვოკატირების გეგმის შემუშავება და სხვადასხვა მეთოდების გაზიარება, რომლებიც მონაწილეებს თავიანთ სამიზნე ჯგუფებთან მუშაობას გაუადვილებს. დრო დაეთმობა აგრეთვე დამსწრე ორგანიზაციების საქმიანობის მიმოხილვას, სასარგებლო ინფორმაციის გაცვლასა და პროფესიული კონტაქტების დამყარებას.

ტრეინინგის მიზნობრივი ჯგუფებია: არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ოჯახური ძალადობის თემებზე, ასევე ლგბტი+ საკითხებზე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და შშმ პირებთან.
მიუხედავად დასახელებული მიზნობრივი ჯგუფებისა, აპლიკაციის შევსება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, თუ ისინი ნათლად დაასაბუთებენ ტრეინინგის თემატიკის სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობას თავიანთ საქმიანობაში.

ტრეინინგი გაიმართება თელავში, 17-19 ნოემბერს. (ტრეინინგი დაიწყება 17 ნოემბერს 15:00 საათზე და დასრულდება 19 ნოემბერს 16:00 საათზე).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დასწრება სავალდებულოა ტრეინინგის სამივე დღეს.

ტრეინინგის განმავლობაში ტრანსპორტირება, კვება და სასტუმროში განთავსება სრულად ანაზღაურდება ქალთა საერთაშორისო ქსელის მიერ.

ტრეინინგზე დასწრების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/PXuWD6

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 1 ნოემბერი.
შერჩეულ აპლიკანტებთან დაკავშირება მოხდება არაუგვიანეს 6 ნოემბრისა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

winwomenorg@gmail.com
https://www.facebook.com/womenwingeorgia/
http://www.allaboutyou.ge
Tel: +995599959020
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე