მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ევრო კრედიტი
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 31 ოქტ
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მისო "ევრო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია " ევრო კრედიტი" ხელმისაწვდომს ხდის ფულად რესურსებს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ფინანსური პროდუქტების მეშვეობით. ამჟამად ბაზარზე წარმოდგენილი ვართ ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხებით.

მისო ევროკრედიტი მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც თანაბრად აძლევს თითოეულ თანამშრომელს კარიერული ზრდისა და განვითარების საშუალებას. კომპანია თავისი თანამშრომლებისათვის ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს და უზრუნველყოფს დამატებითი ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობა:

კომპანიის ფინანსურ აღრიცხვასთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესების ხელმძღვანელობა კომპანიის ფინანსური პოლიტიკის შესაბამისად IFRS სტანდარტებზე დაყრდნობით, საქართველოს შემოსავლების სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით.

მოვალეობები:

** რამდენიმე იურიდიული პირის ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
** კომპანიის ფინანსური პოლიტიკით გათვალისწინებული სააღრიცხვო პერიოდების ზედმიწევნით ზუსტი დაცვა; (დღის , თვის , კვარტლის დახურვა, შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი დეკლარაციების ვადაში წარდგენა)
** სააღრიცხვო პერიოდების გათვალისწინებით ფინანსური ანგარიშგებების- ბალანსის, მოგება ზარალის უწყისის და ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის მომზადება;
** ცალკე მდგომი იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების კონსოლიდაცია;
** შემოსავლების სამსახურის მიერ გათვალისწინებული დღგ-ს მოგების, ქონების და სხვა სათანადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** საბანკო ოპერაციების წარმოება
** აუდიტორებისათვის ინფორმაციის დამუშავება და მიწოდება;
** მენეჯმენტისათვის ინფორმაციის დამუშავება და მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში მიღებული უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის სფეროში, კვალიფიკაციით- ფინანსები, აღრიცხვა, აუდიტი;
** უპირატესობა მიენიჭება ACCA-ს ან ანალოგიური კვალიფიკაციის კანდიდატებს.
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება -საფინანსო, საბანკო ან/და წარმოება/ვაჭრობა/მომსახურების სფეროში.
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს , რომელთა გამოცდილება მოიცავს როგორც საბანკო/საფინანსო, ასევე, წარმოება/ვაჭრობა /მომსახურების სფეროებს.
** საბანკო/საფინანსო პროგრამა "ალტას", აღრიცხვის პროგრამების -ორის მენეჯერი, ფინა, FMG ბუღალტერიის ან/და სხვა მსგავსი პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება საბანკო/საფინანსო პროგრამა "ალტას" და რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ბუღალტრულ პროგრამაში ერთობლივად მუშაობის გამოცდილება
** შემოსავლების სამსახურთან, აუდიტორებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება ეროვნულ ბანკთან, შემოსავლების სამსახურთან და აუდიტორებთან მუშაობის ერთობლივი გამოცდილება
** MS Offfice, Excel -ის სრულყოფილი ცოდნა, ბრუნვითი უწყისიდან ფინანსური ანგარიშგების აწყობის და ანალიტიკური ცხრილების მომზადების უნარი და გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;

დამატებითი უნარები:

** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** აზრის/იდეების სრულყოფილად ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** ამოცანების დელეგირებისა და გუნდის მართვის უნარი
** დროის მართვის ეფექტურად მართვის უნარი
** კრიზისული სიტუაციების ეფექტურად მართვის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
** სრული განაკვეთი: ორშაბათი -პარასკევი 10:00-18:00
** ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 31 ოქტომბერი .

შემდეგი ეტაპისათვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე