ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი/სუპერვაიზორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი/სუპერვაიზორი
მომწოდებელი: აის ლენდ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 11 ნოე
კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" არის შემდეგი ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: გაყინული პროდუქცია - "Mars", "Рудь", "Каровка", "Левада", "Водный Мир", საკონდიტრო მიმართულება - "Объединенная Кондитерская".

კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტრო მიმართულების ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერის (სუპერვაიზერის) პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (აუცილებელია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანა;

ძირითადი მოვალეობები:

** გეგმების შედგენაში მონაწილეობა/აგენტებზე გადანაწილება/შესრულების მონიტორინგი;
** ყოველდღიური მარშრუტების შედგენა/შესრულების კონტროლი;
** არსებული ქსელის მართვა/განვითარება;
** ახალ ობიექტებზე მოლაპარაკებების წარმოება;
** კონსიგნაციის კონტროლი/მართვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი სავაჭრო აგენტების მუშაობის მართვა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ლიდერული უნარები;
** გუნდის მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 11 ნოემბრის ჩათვლით. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე