მომსახურების განყოფილების უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მომსახურების განყოფილების უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 18 ოქტ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აცხადებს კონკურსს მომსახურების განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

საქმიანობის აღწერა:

** მომხმარებლის კონსულტირება საბიბლიოთეკო რესურსების მოძიების, გამოყენებისა და დახარისხების შესახებ.
** ბიბლიოთეკის თანამშრომლებისათვის ტექნიკური საკითხების მოგვარებაში დახმარების გაწევა;
** საბიბლიოთეკო რესურსის ცირკულაციის მონიტორინგი.
** პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია.
** მიმდინარე პროექტებში ჩართულობა.
** პროექტების განხორციელება ბიბლიოთეკის ცნობადობის გაზრდისა და თანამშრომლების მოტივაციისა ამაღლებისა, თუ წახალისების მიზნით;
** ღონისძიებები დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილეობა.
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება.

სამუშაო დატვირთვა: - სრული განაკვეთი

მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ინფორმაციის დახარისხების უნარი
** ინტერნეტში ძიების უნარი
** კვლევის უნარი
** პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის უნარი
** ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველების უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Photoshop, Google-ის სერვისები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2017 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები ერთ pdf ფაილად და წერილის გრაფაში "subject" აუცილებლად მიუთითოთ "ბიბლიოთეკის მომსახურების განყოფილების უფროსი სპეციალისტი":

** CV (მინიმუმ ორი რეკომენდატორის მითითებით)
** სამოტივაციო წერილი - სასურველია, არ აღემატებოდეს 1 გვერდს.
** უცხო ენის ცოდნის ან რაიმე რელევანტური აქტივობის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე