სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 22 ოქტ
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია სტაჟიორის პოზიციაზე.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ადამიანური რესურსების სფეროში თავის დამკვირდებით, სთავაზობს სწავლისა და განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე, ადამიანური კაპიტალის დეპარტამენტში.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, თუმცა მოტივირებულ ახალგაზრდებს 2-3 თვის განმავლობაში მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, გახდნენ პროფესიონალთა ჯგუფის წევრი და მიიღონ მრავალმხრივი გამოცდილება საერთაშორისო საცალო გაყიდვების კომპანიაში.

თუ თვლით, რომ თქვენი ინტერესი შეესაბამება ჩვენს მოლოდინებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com , არა უგვიანეს 2017 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სტაჟიორი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე