კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეონეთი
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 19 ოქტ
"ჯეონეთი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"ჯეონეთი" არის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც ბაზარზე 1998 წლიდან ფუნქციონირებს. საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიწოდება კორპორაციული მომხმარებლისთვის. "ჯეონეთის" ინტერნეტ და სატელეფონო მომსახურებით დღეს არაერთი მსხვილი ორგანიზაცია და სახელმწიფო უწყება სარგებლობს.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს - http://www.geonet.ge

რას გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ოფისის მოხერხებული ადგილმდებარეობა
** მშვიდი და კომფორტული სამუშაო გარემო
** სამუშაო საათები - 9:00-დან 6:00-მდე (შესვენება 1 საათი)
** სამუშაო დღეები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** გამოსაცდელი პერიოდი - 2 თვე, ანაზღაურებადი
** ანაზღაურება 1200 ლარი + ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან

ჯეონეთი გაძლევთ პროფესიული ზრდის საშუალებას და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის ასპარეზს.

მოვალეობები:

თანამდებობის მიზანია არსებული გაყიდვების შენარჩუნება და ახალი კლიენტების მოზიდვა.

** გაყიდვების წლიური გეგმის შედგენა.
** სამიზნე ბაზრის იდენტიფიკაცია და შესაბამისი ბაზების წარმოება, განახლება.
** პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით და შეთავაზების გაკეთება.
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, მათი მოთხოვნების დამუშავება და პასუხის გაცემა.
** ანგარიშის მომზადება განხორციელებულ აქტივობებზე და შედეგებზე.
** ინფორმაციის აღრიცხვა CRM სისტემაში.
** მარკეტინგული აქტივობების/პროექტების დაგეგმვა/განხორციელება.
** ელექტრონული და ბეჭდური პროდუქციის მომზადების ორგანიზება
** სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა
** აქტივობების (მაგ., საახალწლო) დაგეგმვა და ორგანიზება
** ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და ტენდენციების ამოცნობა, კონკურენტების ანალიზი.
** არსებული პროდუქტების განვითარება და ახალ პროდუქტებზე მუშაობა.
** არსებული აბონენტებისთვის წამახალისებელი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
** არსებული აბონენტებისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზება.

მოთხოვნები:

** კანდიდატი უნდა ერკვეოდეს თანამედროვე ტექნოლოგიებში და დაინტერესებული იყოს საკომუნიკაციო სფეროში მიმდინარე მოვლენებით
** კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე
** კვალიფიკაცია ბიზნესის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში ჩაითვლება უპირატესობად
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** Excel, Word, Outlook, PowerPoint პროგრამების ცოდნა
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** დაგეგმვის და ორგანიზების კარგი უნარები

დაინტერესებულმა პირებმა 19 ოქტომბრამდე გამოგზავნეთ თქვენი ფოტოსურათიანი CV - hr@geonet.ge და იმეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე