ხარისხის კონტროლისა და პაციენტთა უსაფრთხოების სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ხარისხის კონტროლისა და პაციენტთა უსაფრთხოების სპეციალისტი - ქუთაისი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 26 ოქტ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს ხარისხის კონტროლისა და პაციენტთა უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსიას ქუთაისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** ჰოსპიტალში ხარისხის სისტემის დანერგვაში მონაწილეობის მიღება და შემდგომ მისი მართვა;
** კლინიკაში წინასწარ დადგენილი საზომების/ინდიკატორების მიხედვით მოგროვებული ინფორმაციის დახარისხება;
** სათავო ოფისთან რეპორტინგის წარმოება;
** ინფექციის კონტროლის და ეპიდზედამხედველობის პროცესის მონიტორინგი;
** პაციენტების ისტორიების ზოგადი ანალიზი შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით;
** კლინიკურ გარჩევებში მონაწილეობის მიღება;
** საჩივრებზე ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება;
** დაკორექტირებებზე ინფორმაციის მოპოვება, დახარისხება და შუალედური ანალიზი;
** ჰოსპიტალში განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობის მიღება და კოორდინირება;
** ჰოსპიტალებში კლინიკური საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაში დირექტორის და კლინიკური დირექტორის მხარდაჭერა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სავალდებულოა სამედიცინო მიმართულებით;
** სავალდებულოა საექიმო საქმიანობის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჰოსპიტალში;
** სასურველია ინგლისურის ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** ინიციატიურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 ოქტომბერი 2017 .

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/xarisxis-kontrolisa-da-pacientta-usafrtxoebis-specialisti-qutaisi.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე