წარმოების დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: წარმოების დირექტორი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 12 ნოე
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს წარმოების დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების მართვა, სამუშაო პროცესების რაციონალიზაცია;
** წარმოებაში ტექნოლოგიური პროცესების სწორად წარმართვის კონტროლი;
** წარმოების ასორტიმენტის განსაზღვრა წარმოების ყველა მიმართულებით (პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო, ცივი და ცხელი კულინარია, ქართული და ფრანგული საცხობი);
** წარმოების გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო ნედლეულის კონტროლი;
** წარმოებული პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** შეკვეთების დროული მიღება და მომარაგების უზრუნველყოფა;
** მუდმივად სიახლეების შემოთავაზება, რომელიც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური პროცესების მართვას, ეფექტურობის გაზრდას, ხარისხის გაუმჯობესებას ნა ნედლეულის რაციონალურად გამოყენებას;
** სეზონურად და თემატურად პროდუქციის განახლება და მუდმივად ახალი, განსხვავებული პროდუქციის შემოთავაზება;
** მუდმივად გაყიდვების მოცულობის ზრდაზე და პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე ორიენტაცია;
** სავაჭრო ობიექტებიდან მობრუნებული პროდუქციის გადახარისხება-ლიკვიდაციის უზრუნველყოფა;
** სურსათის უვნებლობის კონტროლი;
** წარმოებაში ჰიგიენური ნორმების კონტროლი;
** მუდმივად კონკურენტების კვლევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** მართვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@spar-georgia.com 2017 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "წარმოების დირექტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე