ბიზნეს საბანკო მომსახურების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიზნეს საბანკო მომსახურების კოორდინატორი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 13 ოქტ / ბოლო ვადა: 22 ოქტ
თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს საბანკო მომსახურების კოორდინატორის (მნიშვნელოვანი SME კლიენტების მომსახურე ბანკირების კოორდინაცია) თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC2150
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 22.10.2017
კატეგორია: ბიზნესის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი

ენები:

** ინგლისური - ძალიან კარგი
** რუსული - ძალიან კარგი

უნარები:

** კომუნიკაბელური, თანამშრომლობის ნიჭი - აქვს კარგად გამოხატული კომუნიკაციის უნარი, რაც გულისხმობს უნარს, რომ დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია თანამშრომლებში, სტრესულ გარემოში დაძლიოს ემოცია და მოლაპარაკებების გზით გადაწყვიტოს რთული პრობლემატიკა;
** მოტივირებული - არის თვითმოტივირებული, პოზიტიური განწყობის მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს კარგად გამოხატული უნარი სხვები დამუხტოს ენერგიით და პოზიტივით, გაუჩინოს მოტივაციის გრძნობა და ერთიანი მიზნის მისაღწევად დარაზმოს.
** შედეგზე ორიენტირებული - ცხადად ესმის მიზანი, აკეთებს რესურსების სრულ მობილიზაციას და აქვს კონკრეტული გეგმა დასახული მიზნების მისაღწევად.
** სტრეს გამძლე - შესწევს უნარი რეალურად აღიქვას სტრესის გამომწვევი მიზეზები და შეძლოს სხვადასხვა ღონისძიებების გატარება სტრესის დასაძლევად.
** ორგანიზებული - არის მაღალ დონეზე ორგანიზებული, შესწევს უნარი ააწყოს ახალი ან გამოიყენოს არსებული სისტემები თანამშრომელთა აყვანის, განვითარების და ჰარმონიული სამუშაო გარემოს შესაქმნელად.
** პასუხისმგებლიანი - მაღალი პასუხისმგებლობის უნარი, კარგად ესმის რა არის მიზანი და სრული მობილიზებით მუშაობს მიზნების მისაღწევად.
** დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი - კრიტიკულ სიტუაციებში შესწევს უნარი, სწრაფად მოაგროვოს ინფორმაცია, მიიღოს გადაწყვეტილება / ან მოამზადოს შესაბამისი პირისთვის სრული ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად.
** ინიციატივიანი და პროაქტიული - აქვს ინოვაციური იდეების შეგროვების და პრეზენტაციის უნარი, არის პროაქტიული და არ ელოდება სხვის მითითებებს.
** ენერგიული, ხალისიანი - ადამიანებთან მუშაობის ხალისი, მოცულობითი სამუშაოს სწრაფად შესრულების ენერგია
** კრეატიული- განსხვავებული გზებით ახერხებს პრობლემების გადაჭრას, შეუძლია ახალი იდეების გენერირება
** სტრატეგიული ხედვის მქონე - შეუძლია გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების დასახვა და მათი განხორციელება.
** გუნდური - დივიზიონში თანამშრომლები აღიარებენ მას, როგორც გუნდის საუკეთესო და ღირებულ წევრს
** ცვლილებების მიმართ მოქნილი - ღიაა ახალი იდეების და ცვლილებების მიმართ; ცვლილებების დროს შესწევს უნარი თანამშრომლებს სწორად მიაწოდოს ინფორმაცია, ხოლო ტრანსფორმაციის დროს განახორციელოს ეფექტური ქმედებები

დამატებითი მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი - ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში (MBA უპირატესობაა).
** გამოცდილება: 3+ წლიანი ბიზნეს საბანკო სფეროში ან დიდი ზომის კერძო კომპანიაში სტრატეგიულ პროექტებზე ან ბიზნეს კლიენტების მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

პროფესიული კურსები / სერთიფიკატები: არ მოითხოვება (Professional Coaching - უპირატესობაა)

აუცილებელი საბაზისო / პროფესიული ცოდნა:

** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა (მ.შ. წერით)
** Microsoft Office პროგრამები: Word, Excel, Power Point მაღალ დონეზე ცოდნა;

სამუშაოს აღწერა:

1. ბანკის უმსხვილესი SME კლიენტების პორტფელის და მომგებიანობის ზრდა

** ყოველთვიურ და წლიურ დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, საკუთარი წინადადების მომზადება გეგმის შესრულებისათვის საჭირო საქმიანობის წარმართვა/უზრუნველყოფა;
** ბიზნეს ბანკირების ფაიფლაინების მონიტორინგი, არსებულ და პოტენციური კლიენტებზე გაყიდვების/მომგებიანობის მაქსიმიზაცია;
** არსებული ბიზნეს პროცესების ანალიზი და ინიციატივების მომზადება სეგმენტის განვითარების მიზნით;
** კლიენტების ლოიალობისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

2. ბიზნეს ბანკირების ეფექტურობაზე ზრუნვა

** ბანკირების შერჩევის პროცესში აქტიური მონაწილეობა
** მათი შემდგომი განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა
** ეფექტური მატერიალური და არამატერიალური მოტივაციის სისტემის უზრუნველყოფა ბიზნეს ბანკირებისათვის

3. სტრატეგიული ხედვა სეგმენტის განვითარებისათვის

** სეგმენტის განვითარებისთვის და კლიენტების ლოიალობისათვის საჭირო მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება
** შესაბამის ბიზნეს სექტორის სამომავლო პერსპექტივების და საჭიროებების მუდმივი ანალიზი და მომავალი ქმედებების დაგეგმვა ამ ინფორმაციაზე დაფუძნებით

დამატებითი ფუნქციები და მოვალეობები:

ბიზნეს მიმართულებით ბანკის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, ახალი და ინოვაციური პროდუქტების დანერგვაში აქტიური ჩართულობა და საკუთარი ინიციატივების წარდგენა

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო პოზიციის ბიზნეს-ამოცანა:

** ბანკის მნიშვნელოვანი (TOP) SME კლიენტების სეგმენტის განვითარება
** შესაბამისი სეგმენტის პორტფელის, მომგებიანობის და ლოიალურობის ზრდა;
** სეგმენტის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება

პასუხისმგებლობა:

** სეგმენტის პორტფელების, მომგებიანობის და პროდუქტების მოხმარების დასახული ზრდის უზრუნველყოფა;
** კლიენტების ლოიალობის ზრდის უზრუნველყოფა (NPS)
** ზემოთ მოცემული მიზნების მისაღწევად საჭირო ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება
** მსხვილი კლიენტების ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე პროდუქტების და პროცესების ცვლილების ან ახლის დანერგვის ინიცირება
** ბიზნეს ბანკირების მუშაობის ხარისხის რეგულარული შეფასება, მათ განვითარებაზე ზრუნვა

სამუშაო შეფასების კრიტერიუმები KPI:

** შესაბამისი სეგმენტის კლიენტების რაოდენობის ზრდა;
** პორტფელების, მომგებიანობის და Cross-Selling მაჩვენებლის ზრდა;
** კლიენტების ლოიალობის ზრდა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/2150
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე