იმიტირებული სასამართლო პროცესი
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იმიტირებული სასამართლო პროცესი
მომწოდებელი: ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 31 ოქტ
არასამთავრობო ორგანიზაცია "ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი" (IRC), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონალური წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი ატარებს იმიტირებულ სასამართლო პროცესს მოქალაქეობისა და მოქალაქეობის არქონის საკითხებზე, პროექტის "მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირება და მოქალაქეობის არქონის პრევენცია საქართველოში" ფარგლებში.

აღნიშნული ღონისძიება ნაწილია იმ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის, რომელიც წლებია ხორციელდება აღნიშნული პროექტის ფარგლებში და მოიცავს: ტრეინინგებს, კონფერენციებს, საინფორმაციო შეხვედრებს, ტელე-რადიო გადაცემებს და სხვა. პროექტის ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფია სტუდენტები, რომელთა დროულად და სწორად ინფორმირება მოქალაქეობის უფლებაზე, მოქალაქეობის არქონასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მის გამომწვევ მიზეზებზე, მოქალაქეობის არმქონედ დარჩენის საფრთხეებზე, ხელს შეუწყობს როგორც მათი ცნობიერების ამაღლებას, ისე საკითხის აქტუალიზაციას და პრობლემის პრევენციას.

იმიტირებული სასამართლო პროცესის მიზანია:

აკადემიური დებატის წახალისება საქართველოში მოქალაქეობისა და მოქალაქეობის არქონის საკითხებზე არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო; სტუდენტების ცნობიერების ამაღლება მოქალაქეობის უფლებაზე, მოქალაქეობის არქონასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მის გამომწვევ მიზეზებზე, მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენის საფრთხეებზე, მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებზე; ასევე, მონაწილეთა სასამართლო პროცესებში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების განვითარების და სტუდენტთა შორის კავშირების განვითარების ხელშეწყობა.

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის III-IV კურსებისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

** იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მსურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გუნდი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 წევრისაგან; შესაბამისად, გუნდის რეგისტრაციისას მიუთითეთ ინფორმაცია გუნდის თითოეული წევრის შესახებ;
** იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე გუნდის ყველა წევრი უნდა წარმოადგენდეს ერთი და იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას;
** დასაშვებია ერთი უნივერსიტეტიდან ერთზე მეტი გუნდის მონაწილეობა.

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://www.surveymonkey.com/r/GJXYRPG

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 31 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ნინო რთველაძეს
მობ.: (+995) 577 61 41 99
ტელ.: (+995 32) 2 55 20 01
ელ-ფოსტა: n.rtveladze@irc.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე